სევეროდონეცკის ქუჩებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს – ბრიტანეთის დაზვერვა

სევეროდონეცკის ქუჩებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს – ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი. მათი ინფორმაციით, 30-31 მაისს სევეროდონეცკის ქუჩებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა და ოკუპანტები  ქალაქის ცენტრს მიუახლოვდნენ.

“სევეროდონეცკის ნახევარზე მეტი რუსეთის სამხედრო ძალების, მათ შორის ჩეჩენი მებრძოლების მიერ არის ოკუპირებული. დონბაში რუსეთი ინფრასტრუქტურის განადგურებას განაგრძობს. უკრაინას რუმინეთთან და დუნაიზე პორტებთან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი აკავშირებს, რომელმაც ომის დაწყების შემდგომ ექსპორტისთვის კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა”. – წერია ანგარიშში.