სენაკის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი საკუთარმა მამამ გარდაცვლილი იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ყელის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული.
შსს–ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიების მინდინარეობისას მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.