ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, ამ წუთებში სენაკის სამხედრო ბაზაზე გამოძიება მიმდინარეობს და ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც ცნობილია, შსს-ს თანამშრომლები სენაკის სამხედრო ბაზაზე წინა დღეებშიც იყვნენ და კონკრეტული ინფორმაცია, არა მხოლოდ დავით ხვილბიანის, არამედ ბადრი ესებუას შესახებაც ამოიღეს.