სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო

სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო. არსებული ცნობით, მან წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო.

უბედური შემთხვევა გუშინ, ნოქალაქევთან მოხდა.

ცხედარი მდინარიდან მალევე ამოასვენეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.