სენაკში სამმა ნიღბიანმა ბიზნესმენის ოჯახი დააყაჩაღა

სენაკში ბიზნესმენ თემურ ბიგვავას ოჯახი სამმა ნიღბიანმა დააყაჩაღა. შემთხვევის დროს სახლში 85 წლის ქალი იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოჯახიდან რამდენიმე ათასი ლარი დანის მუქარით წაიღეს.

თემურ ბიგვავას მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ბიზნესი აქვს. ამ დროისთვის მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში მომხდარ ძარცვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.