სენატორი რიში NATO-ს სამიტზე საქართველო-უკრაინის არყოფნის გამო აშშ-ს აკრიტიკებს

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში აშშ-ს საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს, მათ შორის, ნატო-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არყოფნის გამო.

“ჩრდილოეთ ნაკადი “2-ისთვის” სანქციების მოხსნა. ნატო-ს სამიტზე, როგორც დამკვირვებლების, საქართველოსა და უკრაინის არყოფნა.

ცალმხრივი დათმობები ევროპაში საზღვაო ბაზირების ფრთოსანი ბირთვული რაკეტებისა და სახმელეთო ბაზირების რაკეტების შესახებ.

პუტინს მოლაპარაკების წარმოება არ სჭირდება, მას შეუძლია, უბრალოდ უყუროს, თუ როგორ იმშვიდებს შეერთებული შტატები საკუთარ თავს”, – წერს ამერიკელი სენატორი რიში ტვიტერზე.