სეპარატისტებმა ლუგანსკის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი დაბომბეს, შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაცია, გვიან ღამით, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 21:00 საათზე მოხდა. სოფლის დიდ ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.