ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მიერ კონოტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ მაკეევკაში აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი გაუჩნდა ოთხ 5 000 ტონიან რეზერვუარს.
უკრაინული მედია იტყობინება, რომ ამ ბაზაზე იყო კონცენტრირებული რუსული არმიის საწვავი.
დონეცკის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბაზა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს. უკრაინული მხარე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.