სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი COVID-19-ით გარდაიცვალა

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი მილუტი კნევიჩი კორონავირუსით გარდაიცვალა. მისი ეპარქიის ინფორმაციით, 71 წლის სასულიერო პირი ჰოსპიტალიზირებიდან ერთ კვირაში, ღამით, ბელგრადის საავადმყოფოში დაიღუპა.

მას და კიდევ ორ სასულიერო პირს კორონავირუსი წინა კვირას დაუდასტურდათ.

მარტის დასაწყისიდან, რაც სერბეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, საპატრიარქომ მოსახლეობას მოუწოდა, ტაძრებში აღარ ევლოთ და ლიტურგიებისთვის ტელევიზორებიდან ეყურებინათ.

ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სერბეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში კომენდანტის საათი 17:00 საათიდან 05:00 საათამდე შემოიღო. ჩაკეტილია ქვეყნის საზღვრები.

სერბეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 785 დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42 უკვე გამოჯანმრთელდა.