უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ ვაქცინაციის დღევანდელი ტემპით 60%–იანი გეგმის შესრულება ვერ მოხერხდება, თუმცა არ ნიშნავს, რომ ტემპი სულ ასეთი იქნება.
“გეგმა, რომელიც არის მოსახლეობის 60%-ის აცრა, რა თქმა უნდა, არსებული ტემპებით რთული იქნება, რომ იყოს მოცული. თუმცა, მაგალითად, მე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გუშინ ავიცერი. თავიდან, როცა 55 წელზე ჩამოიწია, დარეგისტრირება ვერ შევძელი, რადგან ყველა საიტი შევსებული იყო. გუშინ რესპუბლიკურში კაბინეტების რაოდენობა გაიზარდა და ამდენად აცრის გაკეთება შევძელი. დინამიკა არის მზარდი. ის, რომ დღევანდელი ტემპით გეგმის შესრულება ვერ მოხერხდება, არ ნიშნავს, რომ მთლიანად ასე იქნება. ვაქცინების რაოდენობა გაიზრდება და გაიზრდება საიტების რაოდენობა”,– თქვა სერგეენკომ.
მანვე აღნიშნა, რომ თუ დღეში 3-5 ათასი ადამიანის ვაქცინირება მოხდა, შედეგი შემოდგომისკენ იქნება.
8 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 15 693 პირია აცრილი. ბოლო 24 საათში აცრა 1 486-მა პირმა გაიკეთა.