სერგეი გაიდაი ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა – როგორც ცნობილია, უკრაინის მეთაურმა, სამხედრო ადმინისტრაციის სამი ხელმძღვანელის გათავისუფლებას ხელი მოაწერა. თანამდებობიდან ასევე გათავისუფლდნენ ოდესის (მაქსიმ მარჩენკო) და ხმელნიცკი (სერგეი გამალიი) ადმინისტრაციის ხელმძღვანელები
პრეზიდენტის განკარგულებაში ნათქვამია, რომ სამივე ხელმძღვანელი მათ მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე გათავისუფლდნენ.
როგორც მედიაში ვრცელდება ინფორამცია, სერგეი გაიდაი ყაზახეთში უკრაინის ელჩად ინიშნება, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არავინ ადასტურებს.