აშშ-ს თავდაცვის მდივანმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ტელეფონით ისაუბრეს და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს.
რუსული მხარის განცხადებით, საუბარი აშშ-ს ინიციატივით შედგა.
“რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ სატელეფონო მოლაპარაკება გამართა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან. განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის უკრაინაში არსებული ვითარება”, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
პენტაგონის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა შოიგუს მოუწოდა დაუყონებლივ შეწყვიტოს ცეცხლი უკრაინაში. მან ხაზი გაუსვა საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას.
ეს იყო 18 თებერვლის შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც ოსტინი შოიგუს ესაუბრა.