სერიოზულად? “გამოწვევები და შესაძლებლობები” ირანთან? – კრამონი ბურჭულაძის და ელჩის შეხვედრაზე

სერიოზულად? “გამოწვევები და შესაძლებლობები” ირანთან? – ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოში ირანის ელჩის შეხვედრას.

”სერიოზულად? “რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები” ირანის რეჟიმთან, რომელიც ამჟამად ახშობს ყველას ყველაზე სასტიკი გზით? ეს ახალი თანამშრომლობა აჩვენებს, რომ საქართველომ, სამწუხაროდ, აირჩია არასწორი გზა და პოლიტიკური იზოლაცია, რომლის წინაშეც უკვე დგას.” – აცხადებს კრამონი.