ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებულ მოვლენებს ემხიანება და ამბობს, რომ საჭიროა გამოძიება დაუყოვნებლივ ჩატარდეს.
“მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ბრალდებებია და ამის შესახებ სულ უფრო მეტი წყაროსგან მესმის. იმედი მაქვს, განმარტავენ, რატომ არ უშვებენ პანსიონში ომბუდსმენს და გამოძიება დაუყოვნებლივ ჩატარდება. ეს ბავშვებს ეხება და არა პოლიტიკას”.
I do think this is a very serious accussation and I am hearing about it from more and more sources. I hope that explanation on why Ombudsman is not being let into the Orhpanage and an investigation will take place immediately. This is about children, not politics. @GovernmentGeo? https://t.co/ByyoD1QEUb
— Markétka Gregorová (@MarketkaG) June 4, 2021
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძებო და საპროცესო მოქმედებები.
დღეს სახელმწიფო ზრუნვისა სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან 6 ბავშვი გამოიყვანა, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 10 ბავშვის გამოყვანაზე.
სახალხო დამცველს ამ დრომდე არ ეძლევა პანსიონში შესვლისა და მონიტორინგის საშუალება.