მოქალაქეების სერიოზული დაცინვაა, სახელმწიფო თამაშობს ძალიან ბინძურ პოლიტიკურ თამაშს – ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე

“სერიოზული დაცინვაა, სახელმწიფო თამაშობს ძალიან ბინძურ პოლიტიკურ თამაშს”- აცხადებს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე ვიდეომიმართვაში.

ასევე რუსუდან გოცირიძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, ის და მალხაზ სონღულაშვილი ტაძარში რეგულაციის ძალაში შესვლამდე მივიდა და სახლში ფეხით დაბრუნებას აპირებს.

“ჩემთვის ძვირფასია არა კანონის დარღვევა-დაურღვევლობა, არამედ, რომ დღევანდელ დღეს ამ მდგომარეობაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ დაცულები. ამის უპირველესი პასუხისმგებლობა ადევს სახელმწიფოს და სახელმწიფო თამაშობს ძალიან ბინძურ პოლიტიკურ თამაშს.ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებავ, ამ ქვეყანაში არ არის მხოლოდ ერთადერთი რელიგიური თემი და დღევანდელი დღე არამხოლოდ ერთი რელიგიური თემისათვის არის მნიშვნელოვანი”, – ამბობს გოცირიძე.