სერიოზული ეჭვი რომ ყოფილიყო, გამოძიება ხომ დაიწყებოდა? – ასე ეხმაურება, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ჰავანის სინდრომზე” ჟურნალისტურ გამოძიებას.
“შემთხვევითი ვერანაირად ვერ იქნება ის ამბავი, რომ წარსულში ამერიკის საელჩოში მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მომუშავე ადამიანი გახდა ინტერესის ობიექტი. გუშინ რაღაც სტატიები, ჟურნალისტური გამოძიებებიც დაგვეწია, რომ დიპლომატის მეუღლეს წამლავდნენ რუსები საქართველოშიო. შიდა ნეგატიური პიარისთვის გამოიყენეს ნაცმოძრაობის ტელევიზიებმა ეს ამბავი, რათა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების დისკრედიტაცია მოეხდინათ.
[…]ელემენტარულად, ეჭვიც რომ ყოფილიყო ცოტა სერიოზული, გამოძიება ხომ დაიწყებოდა? კაცმა არ იკითხა, გამოძიება დაიწყო თუ არა.
ფაქტი აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს გასამართლებულია იმ პირის ოჯახის წევრი, ვის მოწამვლაზეც საუბრობენ. სწორად არის თუ არა გასამართლებული, ვერ ვიტყვით. ისეთი ჩახლართული ამბავია და ისეთი ბოროტებაა, მეტი არ შეიძლება.[…]
“რა გამოძიება უნდა დაიწყოს, ხალხო, ის ადამიანი მუშაობდა აშშ-ის საელჩოში. იყო მართლმსაჯულების მიმართულებით მომუშავე დიპლომატი. მაშინ გამოძიებაც არ დაწყებულა.
რაც მე ინფორმაცია მაქვს, ორ თუ სამ ადამიანს თავი ასტკივდა და იეჭვეს რაღაცაზე. გამოძიებაც კი არ დააწყებინეს თავად ამერიკელებმა, მე რა ინფორმაციაც მაქვს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ თქვა გუშინ, რომ მსგავსი ეჭვები არ არსებობს. ქართულ სპეცსამსახურებს დაარტყა მაშინ, როცა ისინი უზრუნველყოფენ, მსოფლიოში პირველებს შორის ვიყოთ უსაფრთხოების თვალსაზრისით, დიდი სიბინძურეა”. – აცხადებს მდინარაძე.