ძალიან ვწუხვარ, მაგრამ კობახიძეს ესაჭიროება სერიოზული სამედიცინო მხარდაჭერა. მას ასევე ესაჭიროება გათავისუფლება (ამას რამდენად მოახერხებს, არ ვიცი) კრემლის პროპაგანდისტული აზროვნების ალგორითმისგან. მისი გონება ყველა ინფორმაციას თარგმნის, როგორც ეს ასწავლეს მას კრემლის დეზინფორმაციის მანქანაში. ძალიან კრიტიკული პერიოდის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვისმენდით საქართველოს მხარდამჭერი ევროპელი ლიდერების მხრიდან ოცნების კრიტიკას, ოცნების მთელი პროპაგანდა თვეების განმავლობაში აგებული იყო იმაზე, რომ მათ მხარს უჭერდა ვარჰეი და ორბანის ხელისუფლება, ახლა თავად უარყოფენ ამას და თავად ამბობენ, რომ ეს იყო პროპაგანდა და სხვა არაფერი?

 

ამბობს ლელოს დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.