“სეროზულად არ მეჩვენება, გირჩდან წავიდეს “- ასე გამოეხმაურა იაგო ხვიჩია TV პირველის ეთერში პარტიაში მიმდინარე პროცესებს.
“მე არ ვუყურებ ჯაფარას ეგრე, რომ ან ის აპირებდეს ჩვენ გაყრას და ან ჩვენ ვაპირებდეთ მის გაგდებას. მე არანაირი პრობლემა არასოდეს ჯაფარასთან არ მქონია ადამიანური, ეს ჯაფარამაც კარგად იცის. მეც მეგონა, რომ არც მას ჰქონდა ჩემს მიმართ ადამიანური პრობლემა, მაგრამ რადგანაც თვითონ თქვა, მგონია, რომ თვითონ უნდა განმარტოს.
მე სეროზულადაც არ მეჩვენება, რომ გირჩდან წავიდეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ან დანარჩენი ადამიანები, რომლებთან ერთადაც ამდენი ხნის განმავლობაში იყო.”- აცხადებს იაგო ხვიჩია.