დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სექტემბრის თვეში კორონავირუსით 140-მდე სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა.
„მსოფლიოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების პროცენტი მერყეობს 10-დან 20-ის ფარგლებში. ჩვენთან სექტემბრის თვეში სულ დაინფიცირებული იყო 10-12%, ანუ 140-მდე სამედიცინო პერსონალი, აქ ითვლებიან როგორც ექიმები, ექთნები და უფროსი სამედიცინო პერსონალი. მართალია ბოლო თვენახევრის განმავლობაში ეს რიცხვი გაიზარდა, მაგრამ პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად არის შემცირებული საერთო ინფიცირებულებში და გვაქვს 6.4%. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ტრენინგებმა, რომელსაც ინტენსიურად ვატარებდით ზაფხულში ინფექციის კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებასთან დაკავშირებით, შეიძლება, გარკვეული შედეგი გამოიღო“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.