სექტემბრიდან ზონალურ–საათობრივი პარკირება საბურთალოზე ამოქმედდება– პირველი ეტაპისთვის პეკინის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.
ამის შესახებ თბილისის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძე ამბობს, რომ ზონალურ– საათობრივი პარკირება, რომელიც პირველ ეტაპზე ძველ თბილისში – კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაინერგა, წარმატებული აღმოჩნდა და ის თანდათანობით მთელ თბილისზე გავრცელდება.
შემდეგი ეტაპი კი საბურთალოა. ათი აგვისტოდან პეკინის გამზირზე სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები დაიდგმება, სადაც მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდიან. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება უფასო იქნება, სხვა რაიონებიდან მოსულებისთვის კი 1 საათიანი პარკინგის ღირებულება 1 ლარი. შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება უფასო იქნება.
პეკინის გამზირზე საათობრივ–ზონალური ფასიანი პარკირება 10 სექტემბრიდან ოფიციალურად ამოქმედდება.