სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში ხანძარია,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.უწყების ცნობით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდს და ბუჩქნარს უკიდია.
„კერები ორშაბათს ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზეა.ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია 50 მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური აღჭურვილობით და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის ინტენსიური სამუშაოები. დამატებითი ძალების მობილიზება ხდება თბილისიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან.ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ადგილზე მყოფ 50 მეხანძრეს გვიან ღამით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის – დავით სუხიშვილის ხელმძღვანელობით, 100-კაციანი ჯგუფი შეუერთდება. მზადყოფნაშია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც, საჭიროების შეთხვევაში, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება”,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.