სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის მშობლები შვილის ძებნას თბილისში აგრძელებენ. როგორც გაუჩინარებული მოზარდის მამამ განაცხადა, ოჯახი შსს-თან მუდმივ კავშირზე იმყოფება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ახალი არაფერი უთქვამთ. ილიას ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი ახალი არ გაუგიათ. ისინი გვეკითხებიან, კიდევ რით შეგვიძლია დავეხმაროთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისში და აქ ვეძებთ ჩვენს შვილს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ილიას დაკარგვის შესახებ. შეხვედრაზე მითხრეს, რომ ჩემს შვილს მთელ ქვეყანაში ეძებენ“, – განაცხადა დავით ფილფანმა.
სოფელ ლენჯერში 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.