სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს

სვანეთში, მდინარე ნაკრაში ავტომობილით გადავარდნილი სამი მოზარდიდან, მაშველებმა მეორე ცხედარიც იპოვეს.

ერთი მოზარდის ცხედარი მაშველებმა 5 მაისს იპოვეს.

ცნობისთვის, ავტომობილით მესტიაში, სოფელ ნაკრისკენ მიმავალი სამი არასრულწლოვანი ხევში 3 მაისს გადავარდა და მდინარე ნაკრაში ჩავარდა.