“სიაში არ ვარ” – გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ორბელიანების სასახლეში არ შეუშვეს

გირჩის წევრი სანდრო რაქვიაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე შეხვედრაზე არ შეუშვეს. მისი განმარტებით, გაუგებრობა მოხდა და სიაში არ ეწერა.

“ხომ არ შევვარდებოდი. აქ სიაში ვარ და მეორე სიაში არ ვარ, ამიტომ, ახლა, რაღაც უხერხულობა რომ არ შემექმნა… “გირჩიდან” მე უნდა მივსულიყავი, მაგრამ ზურაა [ჯაფარიძე] და ეტყობა, ჩათვალეს, რავიცი… შეხვედრას არ დავსწრებივარ.

პოზიტიური მოლოდინი მაქვს, იმედია რომ ნებისმიერი ასეთი შეხვედრა მხარეებს რაღაც ბიძგს მისცემს, რომ მოლაპარაკება წინ წაიწიოს. არ მგონია დღეს რამე გადაწყდეს და პრინციპული ცვლილება მოხდეს”, – აცხადებს რაქვიაშვილი.

ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს.