სითხის მიღება, მოძრაობა – გამყრელიძის რეკომენდაციები ინფიცირებულებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც ბინაზე მკურანლობენ, რეკომენდაციებს აძლევს.

მისი თქმით, აუცილებელია, მათ დიდი რაოდენობის სითხე მიიღონ და სახლში, რაც შეილება მეტად იმოძრაონ.

“პირველ რიგში, არ იყოს პანიკა. მათ, ვინც ბინაზე რჩებიან არიან ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო ადამიანები. თუ მათ გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაეწყოთ სიმპტომები და ეს მოსალოდენლია, აუცილებელია, ჯერ ერთი, რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება, ე.წ დეზინტოკსიკაცია. რაც შეიძლება მეტი მოძრაობა ბინაში და არა უმოძრაობა, რაც ხელს უწყობს და დამახასიათებელია კორონავირუსისთვის, თრომბო დარღვევების განვითარება. ანუ ეს არის ორი მთავარი. რა თქმა უნდა, კონტროლი ტემპერატურის და თუ ის ადის 38-ზე ზემოთ, შემდგომ სიცხის დამწევის დალევა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ უმჯობესია, პაციენტმა ოჯახის ექიმს მიმართოს და საქმის კურსში ჩააყენოს.