”ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია ქვეყანაში და ძალიან მძიმე. ჯანდაცვის სექტორი დაძაბულობის ზემო ზღვარზე მუშაობს.
ორი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, ერთი რომ მაქსიმალურად აღსრულდეს ყველა ის რეკომენდაცია და რეგულაცია, რაც დაწესებულია. ვაქცინა არის და გამტარუნარიანობაც არის ქვეყანაში ვაქცინაციის, რომ დღეში დაახლოებით 40 ათასი აცრა ვაკეთოთ, მაშინ უფრო სწრაფი ტემპით შევაკავებთ ინფექციას. საშუალოდ, თუ წელიწად-ნახევრის მონაცემებს ავიღებთ, ინციდენტობით, ანუ 100 ათას მოსახლეზე დაახლოებით 20-30-ეულში ვართ, სიკვდილიანობითაც სადღაც პირველ 30-40-ეულში ვართ, მაგრამ თუ ავიღებთ ბოლო ერთი და ორი კვირის მონაცემებს, როგორც მსოფლიო, ისე ევროპის პირველ სამეულში ვართ”
ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედთან საუბრისას.