ისრაელის თავდაცვის ძალებმა ”ჰამასის” გვირაბების ქსელის განადგურების ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ, გამოცემა Times of Israel-ი ავრცელებს.
ამასთანავე ცნობილია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები, ჰამასის გვირაბებში შესვლას არ აპირებენ და სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდება გვირაბების შესასვლელების პოვნა და განადგურება.
როგორც IDF-ის ინჟინრები აცხადებენ, სპეცოპერაცია ღაზას სექტორის იმ ნაწილებზე მიმდინარეობს, რომლებზეც ბოლო დღეებში ისრაელმა კონტროლი დაამყარა. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ამ ეტაპზე ისრაელმა 100-მდე გვირაბი გაანადგურა.
“ჩვენ გვირაბებში შესასვლელებს დავანგრევთ. ეს სიკვდილის ზონად იქცევა. მათ შეცდომა დაუშვეს – ისეთ ადგილზე გადაწყვიტეს ყოფნა, საიდანაც გაქცევა არ შეუძლიათ. ისინი გვირაბებში დაიხოცებიან”, – თქვა IDF-ის ერთ-ერთმა ოფიცერმა.