ექსპერტი გია ხუხაშვილი კომენდანტის საათის შემოღებას იმ რიკით ხსნის, რაც ბოლო პროცესების ფონზე ქვეყანაში კრიმინალის ზრდას შეიძლება უკავშირდებოდეს:
“რისთვის იყო საჭირო კომენდანტის საათი? ღამე მაინცდამაინც არავინ არ მოძრაობს და ობიექტები, სადაც შეიძლება თავშეყრა მოხდეს არ მუშაობს.
უნდა გვესმოდეს, რომ ამას აქვს ორმაგი დანიშნულება.
ერთი საკუთრივ გადაადგილების შეზღუდვა და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ სოციალური რისკები იზრდება. აქედან გამომდინარე გარკვეულწილად კრიმინალის გააქტიურება თეორიულად შესაძლებელია. ჩვენ ვიმყოფებით პიკურ ეტაპზე და ამ დროს სიკვდილის შიშსა და შიმშილის შიშს შორის ბალანსი შეიძლება გადაიხაროს შიმშილის შიშის მხარეს და გარკვეულ კრიმინალურ გამოტყორცნას, სოციალური კრიმინალის გამოტყორცნას ქონდეს ადგილი და ამის პრევენცია აუცილებელია.“–ამბობს ხუხაშვილი.