“სიკვდილის ხეობა“: Human Rights Watch–მა დაადგინა, სად ყრიდნენ ადამიანების ცხედრებს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Human Rights Watch–ისთვის ცნობილი გახდა, რომ ისლამური სახელმწიფოს მეთაურები გატაცებულ და ტყვედ აყვანილ ადამიანების სირიის ჩრდილო–აღმოსავლეთით ღრმა ხეობაში ყრიდნენ.

უფლებადამცველებმა საკუთარი გამოძიება ჩაატარეს მას შემდეგ, რაც 2014 წელს მათ მიიღეს ვიდეო, რომელზე ასახული იყო, როგორ ყრიდნენ ჯიჰადისტები 50 მეტრის სიღრმის ხევში, ალ ხუტაში ადამიანებს.

ორგანიზაციის მონაცემებით ეს ხეობა ამ მიზნისთვის მოგვიანებით, ამ რეგიონში ისლამური სახელმწიფოს მმართველობის დროსაც გამოიყენებოდა.

უფლებადამცველები ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხეობაში საკუთარი კონტროლი დაამყაროს, იქიდან ადამიანების ცხედრების ნარჩენები ამოიტანოს და შემდგომი გამოძიებისთვის მტკიცებულებები შეინახოს.

მთლიანობაში სირიის ტერიტორიაზე, ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების მიერ კონტროლირებად რაიონებში უკვე 20–ზე მეტი მასობრივი სამარხია აღმოჩენილი, სადაც ათასობით ადამიანია დამარხული.

ქვეყანაში უგზო უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან პოლიტიკური აქტივისტები, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები, ჟურნალისტები და რიგითი ადამიანები, რომლებიც ჯიჰადისტებს თვალში არ მოუვიდათ.

გარკვეულ პერიოდში ისლამური სახელმწიფო სირიის დასავლეთიდან აღმოსავლეთ ერაყამდე არსებული 88 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას აკონტროლებდა და 8 მილიონამდე ადამიანის ბედს განაგებდა.

ალ ხუტას ხეობა, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ყოფილი “დედაქალაქის“, რაკის ჩრდილოეთით 85 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს უჩვეულოდ ლამაზი ადგილია. თუმცა, ისლამური სახელმწიფოს მმართველობის დროს, 201–2015 წლებში ეს ხეობა უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით “საშინელებათა ადგილად“ იქცა.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა ადგილობრივებს ახსოვთ, როგორ ემუქრებოდნენ ბოევიკები ხალხს, რომ ალ ხუტას ხევში ჩააგდებდნენ. ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ ხეობის პირას გვამებიც ნახეს.

ვიდეოზე, რომელიც თავად ბოევიკებმა 2014 წელს სოციალურ ქსელებში გაავრცელეს, ჯიხადისტები ხევში დახვრეტილი ადამიანების ცხედრებს ყრიან.

2018 წელს Human Rights Watch–ის მკვლევარებმა ხეობის თავზე უპილოტო აპარატი გაუშვეს, რომლებმაც ხეობის ძირში 6 გვამი აღმოაჩინა, თუმცა მათი მდგომარეობის მიხედვით გამომძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი აქ მას შემდეგ ჩაარეს, რაც ეს ადგილები ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს უკვე დატოვებული ქონდათ.

გეოლოგიური და ტოპოგრაფიული რუქები მეტყველებს, რომ ხეობა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე მისი დანახვა უპილოტო აპარატმა შეძლო, ამიტომაც წყლის ქვეშ შესაძლოა ბევრად მეტი ცხედარი იყოს.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ძალები, რომლებიც ხეობას აკონტროლებენ ვალდებულები არიან ის დანაშაულის ადგილად გამოაცხადონ, გარდაცვლილების ამოცნობა მოახდინონ და მათი დაღუპვის გარემოებები შეისწავლონ.

ამჟამად ალ ხუტას მიმდებარე ტერიტორია სირიის ამბოხებულთა მიერ კონტროლდება სირიის ნაციონალური არმიის ეგიდით, რომელიც თურქეთის მხარდაჭერით სარგებლობს.