„სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც, მერწმუნეთ“, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
„სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც, მერწმუნეთ. სილამაზის სალონები არის ძალიან დიდი სეგმენტი დასაქმების, მცირე ბიზნესი და ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით სწორედ მცირე ბიზნესს და მართლაც ძალიან მინდა, რომ მალე შევძლოთ მათი გახსნა”,- თქვა თურნავამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ სალონები შესაბამისად მოემზადონ და მუშაობის განახლების უფლება მიიღონ.
კიდევ ცოტა დრო გვინდა იმისთვის, რომ შევამოწმოთ, ვნახოთ მათი მზადყოფნა და თქვენც, მეც, მთელი საქართველო, ვინც მიმართავს სილამაზის სალონებს, დაცული იყოს. მე სულ კონტაქტი მაქვს სილამაზის სალონებთან და ძალიან პასუხისმგებლიანად ემზადებიან ამისთვის, მაგრამ გარკვეული დრო უნდათ იმისთვის, რომ თუნდაც ეს დაშორიშორება მოახერხონ შიგნით, შეიძინონ პირადი დაცვის საშუალებები და ასე შემდეგ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.