„სილა სახეში რუსეთისთვის “- მალიუკი სპეცოპერაცია “ობობას ქსელის” დეტალებზე და შედეგებზე საუბრობს

გუშინ, 1 ივნისს, როდესაც რუსეთში სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის დღეა აღინიშნებოდა, უკრაინამ ოთხ სამხედრო აეროდრომზე დრონებით ერთდრულად იერიში მიიტანა და ქვეყნის სტრატეგიული ავიაციის 41 ბომბდამშენი დააზიანა.  უპრეცედენტო და უნიკალური სპეცოპერაციის,  “ობობას ქსელის” (“Павутина”) დეტალებზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [СБУ] უფროსი, ვასილი მალიუკი საუბრობს, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ ოეპრაციას.

მისი თქმით, სპეცოპერაციის განსაკუთრებულ სირთულეს ერთდროულად სამ სასაათო სარტყელში მოქმედება განაპირობებდა რაც ლოგისტიკის თვალსაზრისით უკიდურესად რთული იყო.

ამ უპრეცედენტო და უნიკალური სპეცოპერაციის შედეგად,  ერთდროულად განადგურდა რუსეთის ფედერაციის უკანა ხაზზე მდებარე ოთხი სამხედრო სტრატეგიული აეროდრომი, სადაც რუსული ავიაცია იყო განლაგებული. სბუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა სბუ-ს თავმჯდომარემ, გენერალ-მაიორმა ვასილ მალიუკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დრონებით იერიშებით დაარტყეს,  41 ბომბდამშენს, მათ შორის — А-50, Ту-95, Ту-22 М3 და Ту-160.

ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციას, სახელწოდებით „ობობას ქსელი“, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ამზადებდნენ და მას სბუ-ს ხელმძღვანელი ვაილ მალიუკი თავად ხელმძღვანელობდა.

ლოგისტიკური თვალსაზრისით, ეს იყო საკმაოდ რთული ოპერაცია: თავდაპირველად უკრაინის

სპეცსამსახურებმა რუსეთის ტერიტორიაზე გაგზავნეს FPV-დრონები, შემდეგ – ხის მობილური პატარა სახლები; მოგვიანებით დრონები დამალეს უკვე სატვირთო ავტომობილებზე განლაგებული ხის სახლების სახურავების ქვეშ; შემდეგ, საჭირო მომენტში, სახლებს სახურავები დისტანციურად გადახადეს და დრონებმაც იოლად შეძლეს რუსული ბომბდამშენების  გასანადგურებლად ფრენა.

მალიუკი აღნიშნავს, რომ უკრაინა სრულად ლეგიტიმურ სამიზნეებზე მუშაობდა — სამხედრო აეროდრომებსა და  ბომბდამშენებზე, რომლებიც უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ.

ოპერაციის ფარგლებში გამოყენებული იყო სულ 117 უპილოტო საფრენი აპარატი და მუშაობდნენ შესაბამისი რაოდენობის ოპერატორები.  რუსეთის ძირითად აეროდრომებზე უკრაინულმა დრონებმა დააზიანა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის 34%.

დაზიანებული სტრატეგიული ავიაციის სავარაუდო ღირებულება 7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.

ვასილ მალიუკმა მადლობა გადაუხადა ყველა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო ამ ისტორიულ სპეცოპერაციაში და აღნიშნა, რომ ოპერაციაში ყველა მონაწილე პირი დიდი ხანია უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება.

„მტერს ეგონა, რომ უსასრულოდ შეძლებს უკრაინის დაბომბვასა,  მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ვუპასუხებთ რუსეთის ტერორს და გავანადგურებთ მათ ყველგან — ზღვაზე, ჰაერში და ხმელეთზე. საჭიროების შემთხვევაში, მიწის ქვეშაც მივწვდებით!”— განაცხადა სბუ-ს ხელმძღვანელმა.

მალიუკმა აღნიშნა, რომ  უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი,  პირადად აკონტროლებდა სპეცოპერაციას.

  • ”თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო, ყველაზე საინტერესო და ეს უკვე საჯაროდ შეიძლება, ითქვას, არის ის, რომ ჩვენი ოპერაციის ოფისი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა, პირდაპირ ეფ ეს ბე-ს დირექტორატის გვერდით მათ ერთ-ერთ ოლქში. ვადასტურებ, რომ დავარტყით სტრატეგიული ავიაციის  34%-ს. სამიზნეებზე დარტყმის დროს დრონები ავტონომიურად კი არ მოქმედებდნენ, არამედ ოპერატორები მართავდნენ. ოპერაციაში სულ 117 დრონი გამოიყენეს და შესაბამისი რაოდენობის დრონების ოპერატორი მუშაობდა. ყველა, ვინც ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რუსეთიდან დროულად გაიყვანეს”, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ  მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.