ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ეხმიანება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირის დახმარების მიღებაზე.
მისი თქმით, თავად ევროკავშირი ამბობს უარს დახმარების გამოყოფაზე.
“სიმართლე ისაა, რომ რეფორმებზე უარის თქმის და შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის გამო ევროკავშირი უარს გვეუბნება ამ ტრანშზე. პრეზიდენტმა მიშელმა საჯაროდ გააფრთხილა ღარიბაშვილი. ხოდა ეს მესიჯ-ბოქსი მოიგონეს – ვალებს ვისტუმრებთო. სინამდვილეში, მილიარდელი ოლიგარქის მთავრობამ დააგროვა კატასტროფულად მაღალი ვალი მშპ-თან მიმართებაში, რაც ჩვენი შვილების გადასახდელია. გამოსავალი არის -ეს სარეველა უნდა ამოიძირკვოს 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე”,– წერს უგულავა.
ცნობისთვის, 24 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ “მოსალოდნელი მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში”.