“როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც, იყო ბევრი ფეიკი ამ რეზოლუციაში და ეს არის ძალიან სამწუხარო, ჩვენთვის განსაკუთრებით, იმ ადამიანებისა და იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც რეალურად და არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც დასავლეთისკენ მიისწრაფვის, ეს არის მთავარი. როდესაც ევროპიდან ასეთი ფეიკ გზავნილი მოდის, ეს ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ ეს აზიანებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზოგადოებრივ განწყობებს, მაგალითად დასავლური კურსის მიმართ, ძალიან აზიანებს და ჩვენ ეს არ გვინდა, პირიქით ჩვენ ვამბობთ, რომ დასავლური კურსი არის ერთადერთი სწორი კურსი და სწორი მიმართულება ამ ქვეყნისთვის და მეორე მხრივ, ეს იმას არ ნიშნავს და მეგობრობა და ჩვენი სწორი მიმართულება დასავლეთისკენ იმას არ ნიშნავს, რომ ტყუილზე არ ვთქვათ, რომ არის ტყუილი და არავის დაცვას არ ემსახურება, ეს ემსახურება სიმართლის დაცვას, კონკრეტული პერსონის კი არა, როგორც ეს თქვენ გინდათ გამოიყვანოთ, ეს ემსახურება სიმართლის დაცვას და დაცვას ევროპული პერსპექტივის”.
ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, რომლითაც მან ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართა.