“ლელო სისტემატურად ატარებს შიდა კვლევებს, ბოლო კვლევა აპრილში ჩატარდა და იმავე თვის ბოლოს დასრულდა. კვლევაში საერთოდ არ იყო აქტუალური ნაც.მოსთან ერთობა, რეალურად ოპოზიციური გაერთიანებების სულ სხვა კონფიგურაციის საკითხი გაჩნდა – სინამდვილეში “ერთიანი სია”, არ არის გამარჯვების ფორმულა.

არც მაშინ იყო ნაცმოძრაობასთან ერთობა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა და არც ახლაა. დეზინფორმაციას ემსგავსება ეს გაუგებარი “ვიცი, ყურში მითხრეს” მიდგომა!

არადა საერთოდ არ გვინდოდა ამ თემაზე დავა, მორატორიომიც გამოვაცხადეთ და თავდაუსხმელობაც მოვნიშნეთ, მაგრამ სხვა გზას არ ტოვებთ, უნდა ითქვას სიმართლე”,

აცხადებს ამის შესახებ, პარტია ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე შიდა კვლევებთან დაკავშირებით, რითიც თინა ბოკუჩავას პასუხობს.