ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის განცხადებით, სინოდმა დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ საზღვარი უნდა გაევლოს 1937-38 წლების 200 000–იანი რუკის მიხედვით.
“პირველ საკითხად იყო გამოტანილი დავით–გარეჯის საკითხი. საქართველოს საპატრიარქო და მგონია, რომ არ არიან ისეთი ადამიანები მრავლად, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ დავით გარეჯის საქართველოზე კუთვნილობა და თვითონ ამ ქართულ თიბაიდის უდაბნოდ სახელდებული ეკლესია-მონასტრების ქრისტიანული, ქართული წარმომავლობის შესახებ. სინდომა იმსჯელა ამის თაობაზე და აღიარა, დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და რომ საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 000-იანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1956 წელს მოაწერა ორმა ქვეყანამ შეთანხმებას ხელი”,– თქვა მიტროპოლიტმა “ერთსულოვნებას” ეთერში.
მისივე ინფორმაციით, სინოდმა გადაწყვიტა, რომ საკითხის მიმართ ინტერესის გამო საპატრიარქოს ტელევიზიამ დავით გარეჯზე გადაცემათა ციკლი უნდა მოამზადოს.