საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ერთი კოვზით ზიარების წესთან დაკავშირებით სინდომა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე მსჯელობა დამთავრდა.
,,ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას, ამიტომ იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები. მუდმივად ვერ ვილაპარაკებთ ამაზე. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
მან სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და სასულიეირო პირებს მოუწოდა, ნაადრევ განცხადებებს ნუ გააკეთებენ.
,,ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებას, როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურებას, რომ ამან არ გამოიწვიოს სხვა რაღაც გაუგებრობები. ვითარება მუდმივად იცვლება, ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტზე ხელისუფლებასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთანაც და ვცდილობთ, რომ ადეკვატურად გვქონდეს რეაგირებ”,- თქვა ჯაღმაიძემ.
დეკანოზი მეუფე შალვა კეკელიას იდეასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არ არის სწორი და საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია. კეკელიამ განაცხადა, რომ აღდგომის ღამეს მრევლი 20:00 საათზე მივიდეს ტაძარში და 6 საათის შემდეგ წავიდეს.