სინოვაკის პირველ დოზებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში გაიხსნება რეგისტრაცია ასტრაზენეკას ვაქცინაზე, ხოლო ივლისის მეორე ნახევარში შემოვა ფაიზერი.
“დღეს აცრები მიმდინარეობს ძირითადად სინოფარმით და ასევე დღეს გაიხსნება სინოვაკის პირველ დოზებზე და რამდენიმე დღეში დარწმუნებული ვარ, გაიხსნება ასტრაზენეკათი. თვის მეორე ნახევარში შემოვა ფაიზერი, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ადამიანებს ეძლევათ არჩევანი.
ვაქცინის დეფიტიცი ქვეყანაში არ არის. არის საკმაო რაოდენობით ვაქცინა. თითოეულ თქვენგანს შეუძლია ჩაეწეროს booking.moh.gov.ge-ზე ან გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ გვერედზე იმ დაწესებულებათა რაოდენობა, ვინც სინოფარმზე ცრის და მათი სატელეფონო ნომრები, სადაც შეიძლება ადამიანი ტელეფონით ჩაეწეროს, თუ ინტერნეტით ვერ ეწერება. ასევე დაშვებულია, რომ ადამიანები ცოცხალი რიგით მიბრძანდნენ დაწესებულებებში, სადაც მიმდინარეობს აცრები”, – აღნიშნა გამყრელიძემ.