იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ასახელებს 3 ვაქცინას, რომლებიდანაც ერთ–ერთი 99%–იანი ალბათობით საქართველოში შემოვა. მათგან 2 ჩინურია, ხოლო 1 ბრიტანული.
“WHO დირექტორმა რამდენიმე წუთის წინ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მოუწოდა ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს, წარმოადგინონ მონაცემები, რათა დროულად შეძლონ ვაქცინებისთვის გადაუდებელი ავტორიზაციის მინიჭება! პ.ს. აი, აქ იქნება ჩვენი არჩევანიც 99% ალბათობით”,– წერს კულუმბეგოვი Facebook–ზე.
ცნობისთვის, 10 იანვარს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შემოტანა საქართველოსთვის არახელსაყრელია, რადგან ისინი -80 და -20 გრადუსზე უნდა ინახებოდეს, რაც ქვეყნისთვის მიუწვდომელია. მანვე აღნიშნა, რომ ამ ვაქცინებისტვის ყველა რაიონში და პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები უნდა იყოს, რისი საშუალებაც საქართველოს არ აქვს. მისგან განსხვავებით, პაატა იმნაძემ თქვა, რომ საქართველოს 3 ქალაქში არის ასეთი მაცივრები და ქვეყანას 200 ათასი დოზა ასეთი ვაქცინის მიღება შეუძლია.
ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი – ბრიტანულ AstraZeneca-სა და ჩინურ ვაქცინაზე. ინფექციურის დირექტორი ამტკიცებს, რომ მსოფლიოში ჩინურ ვაქცინას მაღალი რეიტინგი აქვს.