ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ჩინური ვაქცინის, “სინოფარმის” ავტორიზაციასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების გამოცხადება 1 კვირით გადადო. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღევანდელ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწემ, მარიანჯელა სიმაომგანაცხადა. ჯანმო გადაწყვეტილებას “მოდერნასა” და ორი ჩინური ვაქცინის “სინოფარმისა და “სინოვაკის” გადაუდებელ გამოყანებაზეც გააკეთებს.
“შემდეგი კვირის დასაწყისში, ან შემდეგი კვირის ბოლოს სამი ვაქცინის( „სინოვაკის“, „სინოფარმის“, „მოდერნას“) შეფასება გასაჯაროვდება”, – განაცხადა მარიანჯელა სიმაომ.
ცნობისთვის, საქართველოში “სინოფარმით” აცრაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყო. ეს ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც 18-დან 55 წლამდე მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია. „სინოფარმის“ წარმოებული ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა.