სინოფარმის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო, თუმცა საიტი შეფერხებით მუშაობს

“სინოფარმით” ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს 20:00 საათზე დაიწყო, თუმცა საიტზე მოქალაქეები რეგისტრაციას ვერ ახერხებენ. booking.moh.gov.ge შეფერხებით მუშაობს.

მოქალაქეები უკმაყოფილებას სოციალურ ქსელებში გამოხატავენ. ჯანდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით არ განუმარტავს, რამ გამოიწვია სარეგისტრაციო საიტის შეფერხება.

ჩინური ვაქინა სინოფარმით ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისს დაიწყო.