ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მწვანე სოფელში მდებარე ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შესაბამის ინფორმაციას, აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯერ უცნობია თუ ვინ ისროლა ბაზის მიმართულბით.
ცნობილია, რომ აშშ-ის ბაზისკენ 107 მმ.-იანი 3 რაკეტა ისროლეს, რომლებმაც მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერ შეძლეს კოალიციური ძალების ან აღჭურვილობის დაზიანება.