მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტი, ლექსო მაჭავარიანი სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.
ის გუშინ, 9 ნოემბერს “დაუმორჩილებლობის აქციამდე” დააკავეს. შსს მას ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად მოქალაქეები სასამართლოსთან აქციას მართავენ.
აქტივისტებს პარლამენტის წინ შეშის შეტანა უნდოდათ, რათა ღამით გამთბარიყვნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა და დააკავა. ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, გიორგი მჟავანაძეს პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ცნობისთვის, მოძრაობა სირცხვილიამ კომენდანტის საათი გააპროტესტა და აქცია 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე ჩაატარა.