სირცხვილიას ბულინგი იმის მაგალითია, რადიკალური ოპოზიცია თავისი ვითომ ენჯეოებით და მედიით როგორ უსწორდება ნებისმიერს, ვინც გაბედავს და მათ წინააღმდეგ წავა. ამ რადიკალური ძალებისგან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა შევძელით. ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საკუთარ ადგილს მივუჩენთ ყველა რადიკალს, რომელიც თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს ზეწოლით. თან დემოკრატიას ამოფარებული არიან და თავისი დღის წესრიგის გატარებას ცდილობენ. საქართველოში ასეთი ძალადობის ადგილი არ არის.

თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა,  არჩილ თალაკვაძემ.