„ირაკლი, პირდაპირ გეუბნები, სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. იმისთვის, რომ ჯანსაღი ვითარება დაბრუნდეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში, ღირსება უნდა დაბრუნდეს და უღირსი საქციელი როცა ჩაიდინე, მაშინ უნდა გეფიქრა, ვინ გექაჩებოდა ენაზე იმ საზიზღრობებს რომ აყრანტალებდი. ვერ გაგრძელდება აქ ჯანსაღი სიტუაცია, ვიდრე იქნები ჩაბღაუჭებული იმ თანამდებობას. სირცხვილია ყოველი დღე, როცა ატარებ თავდაცვის და უშიშროების პოსტზე. არ ვერჩი არცერთ კომიტეტს, ყველა კომიტეტი მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ – ამ კომიტეტში, პირველ რიგში, უნდა იყოს ღირსება, ეს არ იგრძნობა, დაკარგულია შენი უღირსი საქციელის გამო, ირაკლი ბერაიავ,“
ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმდჯომარეს ირაკლი ბერაიას.