სირცხვილია, რომ „დიდი ოცეულისთვის“ უკრაინის გარდა არაფერია საინტერესო – ლავროვი

სირცხვილია, რომ „დიდი ოცეულისთვის“ უკრაინის გარდა არაფერია საინტერესო – ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“დიდი ოცეული“ ჩამოყალიბდა 1999 წელს ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების დირექტორების დონეზე. შემდეგ კი 2008 წელს ის გახდა „დიდი ოცეულის სამიტი“. დღეს „დიდი ოცეულისთვის“ არაფერია საინტერესო უკრაინის გარდა, ეს არის სირცხვილი“, – განაცხადა ლავროვმა ნიუ-დელიში გამართულ ყოველწლიურ გეოპოლიტიკურ კონფერენციაზე – Raisina Dialogue.

კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედა უკრაინაში ომმა რუსეთის ენერგეტიკულ ინტერესებზე, ლავროვმა უპასუხა, რომ ომი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამოყენებით წამოიწყეს.

“ომი, რომლის შეჩერებას ვცდილობთ და რომელიც ჩვენს წინააღმდეგ წამოიწყეს უკრაინელი ხალხის გამოყენებით”, -აღნიშნა ლავროვმა. მის ამ სიტყვებს აუდიტორიაში სიცილი მოჰყვა.