რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსი სამხედროების სისასტიკე, რომლითაც ისინი მოქმედებენ უკრაინაში, არ არის თანდაყოლილი რუსი ხალხისთვის. უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ არ სჯერა რუსი ხალხის სისასტიკის. მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება „დაქირავებულებს, ჯარისკაცებს, რომლებიც ომში მიდიან“.
„ეს მაოცებს – და ამიტომ ვიყენებ სიტყვას „მრავალ ნატანჯი“ – ეს სისასტიკე, რომელიც არ არის თანდაყოლილი რუსი ხალხისთვის, ალბათ იმიტომ, რომ რუსი ხალხი დიდი ხალხია… ეს არის დაქირავებულთა სისასტიკე. მირჩევნია ასე ვიფიქრო, რადგან დიდ პატივს ვცემ რუს ხალხს, რუს ჰუმანიზმს“,- განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი სიყვარული აქვს როგორც უკრაინელი, ასევე რუსი ხალხის მიმართ.
„დიდი სიყვარული მაქვს რუსი ხალხის მიმართ და ასევე დიდი სიყვარული მაქვს უკრაინელი ხალხის მიმართ. ძალიან დიდი სიყვარული მაქვს უკრაინული ლიტურგიის მიმართ. ორ ხალხს შორის ვარ, რომელიც მიყვარს. წმინდა საყდარს ჰქონდა ბევრი კონფიდენციალური შეხვედრა, ბევრი კარგი შედეგი. არ შეიძლება უარვყოთ, რომ ომი, თავიდანვე, შესაძლოა, გვამამაცებს, მაგრამ შემდეგ ის გვღლის და ტკივილს გვაყენებს. ჩვენ ვხედავთ ბოროტებას, რასაც ომი აკეთებს”, – აღნიშნა რომის პაპმა.