”სისხლიანი ბანერები მამუკა მდინარაძის და ნინო გიორგობიანის იდეაა” – ელისო კილაძე

”სისხლიანი ბანერები მამუკა მდინარაძის და ნინო გიორგობიანის იდეაა” – აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ელისო კილაძე “მთავარი არხის” ეთერში ავრცელებს. ელისო კილაძის თქმით მიხეილ გაბრიაძე, პირი რომელმაც აღნიშნულ ბანერებზე პასუხისმგებლობა აიღო “ოცნების” წევრის, დიტო სამხარაძის დავალებებს ასრულებს.

“სისხლიანი ბანერები გამოფინეს მორიგ ჯერზე და ეს მამუკა მდინარაძის და ნინო გიორგობიანის იდეა ყოფილა თურმე და ამ სისხლიან ბანერებზე პასუხისმგებლობა აიღო ქუთაისელმა ვინმე მიხეილ გაბრიაძემ. ის გახლავთ კრიმინალი, წარსულში ყაჩაღობაზე ნასამართლევი, ნარკოტიკებზე. ასევე ის იყო გარდაცვლილი “კანონიერი ქურდის”, სეფისკვერაძის შნირი და ხელის ბიჭი. ამ პირობებში “ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაზა ლომინაძის კარის მეზობელია და დიტო სამხარაძის დავალებების შემსრულებელი. რომელ კრიმინალობაზე და ძველ ბიჭობაზე მელაპარაკებით, ჩვეულებრივი “პავიასკიანი მეძავები” გახდნენ ეს ადამიანები”, – თქვა ელისო კილაძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში”.