აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო “სისხლიან” ბანერებთან დაკავშირებით. ამის შესახებ შუალედურ დასკვნაში ვკითხულობთ.
“2021 წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით გარე რეკლამისათვის განკუთვნილ ადგილებში
განთავსდა პოლიტიკური შინაარსის ბანერები წარწერით − „არა ნაცებს, არა ბოროტებას,
არა ღალატს“. აღნიშნულ ბანერებზე განთავსებული მასალა მიმართულია რამდენიმე
პოლიტიკური ძალის მხარსაჭერისგან თავის შეკავებისკენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული
ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად. სახელმწიფო
აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების განთავსების ადგილების
მფლობელი კომპანიისგან10 ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი
ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ”,– აცხადებს აუდიტის სამსახური.