სისხლიანი გარჩევა დიღომში – რამდენიმე წუთის წინ მეზობლებს შორის კონფლიქტი ფიზიკური დაპირისპირებითა და დაჭრით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა მეზობელს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენა და მიიმალა. ამ დროისთვის დაჭრილი, კლინიკა “ლანცეტში” არის გადაყვანილი, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
როგორც თვითმხილველები “მთავარ არხთან” აცხადებენ , დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ დაჭრილი კაცი მეზობელს არ მიესალმა.
ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და საპარტულო პოლიცია და ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს.