მოქალაქე მაკა საჯაია, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გუშინ ინფიცირებულთან კონტაქტის გამო მოათავსეს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის სავადმყოფოში არსებულ ანტისანიტარიაზე ყვება.
საშინელი ანტისანიტარიაა, კედლებზე სისხლია შემხმარი, ზეწრები სისხლითაა დასვრილი, ყველგან ბუზები კოღოები და ტარაკნები არიან. არ გვავქს სველი წერტილი. გასათბობად მოტანილი ადიალა კი დახეული და ოფლის სუნითაა აქოთებული. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ პალატა მიწის სწორსაა და პალატაში აბსოლუტურად ყველანაირი არსება შემოდის. ამას ფოტოზეც ნახავთ. ფანჯრის დახურვას საწოლზე აბობღება სჭირდება და დიდი ძალით დახურვა. ექთნებს მივმართეთ მრავალჯერ თუმცა უშედეგოდ. გვითხრეს თუ გაწუხებთ დახურეთო, თუმცა 38.5 სიცხით მე ამას ნამდვილად ვერ ვახერხებ. თანაც იმის გათვალისწინებით რომ 5 საათის მანძილზე მედიკამენტის ნასახიც კი არ მოუციათ”,– აცხადებს საჯაია.
მისივე თქმით, საავადმყოფოს მომსახურე პერსონალი უხეშია.
“ამ ყველაფერს ემატება უხეში სტაფი, რომელსაც მხოლოდ ფარატინა პირბადე უკეთია და ისეა დაშინებული ჩემი სავარაუდო დაავადებით, რომ კეთროვანზე უარესად მექცევიან. ყველა სიკეთესთან ერთად ისეთი ელემენტარული რამაც კი, როგორიც თერმომეტრია, არა ახალი ან პირადი გამომიყვეს, ( მისი ფასი აფთიაქში 1.75 თეთრია) არამედ სხვისი ნახმარი, ნათითურებიანი და ბინძური მომცეს. ორჯერ ვითხოვე ახალი თერმომეტრი, თუმცა ორივეჯერ გაბრაზებულმა ექთანმა ისევ ბინძური თერმომეტრი მომცა. გთხოვთ გამოასწოროთ სიტუაცია, რადგანაც ეს პირობები ნამდვილად არაჰუმანურია და ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებაა, რომ მივიღო ნორმალური მკურნალობა და არა ახალი ინფექცია სისხლიანი კედლების გამო”,– წერს მაკა საჯაია ფეისბუქზე.
ის ამ დროისთვის კორონავირუსის ტესტზე პასუხს ელოდება.